შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი - პეტრე ცაავა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 01.11.2019
ნანახია: 961

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ითხოვა, სხვა მონასტერში მოხდეს მისი განმწესება.

​„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი.

მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.  

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტრიპოლიტისა და პატრიაქრის მიერ ეპარქიის მმართველად წარდგენილი მეუფე გრიგოლის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე