ეკლესიაზე თავდასხმის უკან არიან ის ძალები, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ თავს ესხმოდნენ სახელმწიფოს - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 17:01 | 01.11.2019
ნანახია: 1047

მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა და თავდასხმების სერია უკვე მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც მოხდა ასეთი ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ. მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა და თავდასხმების სერია უკვე მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც მოხდა ასეთი ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული და მყარი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ  პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და მან შეძლოს, მიუხედავად მისი ასაკისა, გააგრძელოს  რაც შეიძლება დიდხანს ეკლესიის მართვა. ეს ძალები ვინც თავდასხმის უკან დგას მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის გამოსაცნობი არ არის, ეს არიან ის ძალები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს ზოგადად, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვგულისხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმას ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე. ახლა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ღია დაპირისპირებისა და თავდასხმების საგნად უნდა იქცეს ის, ვინც არის ეკლესიაში მთავარი და არის ეკლესიის ღერძი. რომელმაც მოიტანა დღემდე არა მხოლოდ ჩვენი ეკლესია არამედ სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა მინისტრმა.

წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე