ბერი უნდა იყოს მონასტერში - მეუფე გრიგოლი

საქართველო, თბილისი - 16:05 | 01.11.2019
ნანახია: 1167

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამავე ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარს, პეტრე ცაავას მარტვილის რეზიდენციაში ხვდება. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ეპარქიაში თავის მხარდამჭერ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად იმყოფება. 

"ყველას ვურჩევდი, ბერი უნდა იყოს მონასტერში"- განუცხადა ახალმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ პეტრე ცაავას ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მისცეს გაფრთხილება და სთხოვდნენ, რომ მას პატრიარქისთვის შენდობა ეთხოვა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე