ვაჟა სირაძე მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 01.11.2019
ნანახია: 910

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტურისტული პატრულის დანაყოფის დანიშნულება და მოვალეობები გააცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს შეიქმნა ტურისტული უსაფრთხოების სამმართველო - ე.წ. ტურისტული პატრული, რომლის ფუნქციაა საქართველოში სტუმრად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების და ტურისტულ ზონებში მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული დანაყოფის პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, უცხოელი მოქალაქეების ინფორმირება საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე