ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს - პეტრე ცაავა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 01.11.2019
ნანახია: 1123

ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას მარტვილის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რჩება ეპარქიაში,  დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ  მისთვის მორიგი განსაცდელია, „რომელიც ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს“.

„არაერთგზის მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნები როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა, მეუფე არ მინდა ესეთი სიყვარული და შევეცადე, უფრო გაძლიერებულიყო რწმენაში. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდო სული. ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე