ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, მეუფე პეტრე ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 16:30 | 31.10.2019
ნანახია: 1317

იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა, - თქვა ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისი თქმით, მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე უხამსად მოიქცა.

"ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა. უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. არ დავაზუსტებ, იმიტომ რომ სინოდის სხდომაზე მომხდარი ამბებია, რომელიც ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, რომ... მთელი სინოდი ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა.

შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს, პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა. მხილება ცილისწამებისგან განსხვავდება იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე იქნება დასკვნა გაკეთებული. ცილისწამებისას ჯერ ამბობ რაღაცებს და მერე ჰპირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან "განაყენა".

მეუფე პეტრემ სხდომა დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან.

პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.

"საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა", -თქვა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: "სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე", - თქვა მეუფე პეტრემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე