სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი გამოარჩია

საქართველო, თბილისი - 16:28 | 31.10.2019
ნანახია: 692

დღეს, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად გამოარჩია წალკელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წარდგინებით, წმინდა სინოდმა ერთხმად გადააყენა მღვდემლთავრობიდან მეუფე პეტრე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე