ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად სინოდმა მიტროპოლიტი იოანე გამოარჩია

საქართველო, თბილისი - 15:47 | 31.10.2019
ნანახია: 835

დღეს, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, დაქვრივებული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად გამოარჩია რუსთველი მიტროპოლიტი იოანე [გამრეკელი].

ქუთაის-გაენათის კათედრა მას შემდეგ დაქვრივდა, რაც 2019 წლის ივნისში, გარდაიცვალა მისი მმართველი მიტროპოლიტი კალისტრატე [მარგალიტაშვილი].

მეუფე იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან განაგებებს რუსთავის ეპარქიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე