საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage- ში მიიღეს მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 15:24 | 31.10.2019 ნანახია: 684საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ, მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას- Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით. მსგავს გამოფენებზე ქართველი ფერმერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ასევე, ინვესტიციების მოსაზიდად. ღონისძიების ფარგლებში ქართველ ფერმერებს ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარება.
„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
Sommet DE L’avage არის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა