სინოდში დარჩნენ ისინი, ვისთვისაც ორგანულია ის ცოდვა და დანაშაული, რაც საპატრიარქოში არსებობს - გიორგი ფანცულაია

საქართველო, თბილისი - 15:09 | 31.10.2019
ნანახია: 1010

დეკანოზ გიორგი მამლაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია წმინდა მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ჩემი ოფიციალური განცხადება!
წმინდა სინოდმა ერთადერთი ნათელი წერტილი დაკარგა მეუფე პეტრეს სახით! დარჩნენ

ისინი ვისთვისაც აღნიშნული ცოდვა და დანაშაული ორგანულია, რაც საპატრიარქოში არსებობს და რასაც მეუფე პეტრე შეეწირა!
P.S.მეუფე პეტრე ჭორებზე არასოდეს საუბრობს!
#წერტილი! - წერს ფანცულაია.

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან განაყენა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – თქვა მეუფე პეტრემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე