31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 31.10.2019
ნანახია: 615

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს, რომელშიც ჰიდრო ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრები განისაზღვრა.

შეხვედრის ფარგლებში, ანდრო ასლანიშვილმა დარგობრივი მიმართულების სპეცილისტებს სააგენტოში მიმდინარე პროექტები გააცნო, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და ღვაწლმოსილ მეცნიერებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსგან, კომპანიებისგან „PSP” და „ სარაჯიშვილი“ .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე