დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 31.10.2019
ნანახია: 658

დღეს, 12 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინდოის სხდომა გაიმართება. ცნობილია რომ სხდომას დღეს მეუფე იაკობიც დაესწრება.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

სინოდი სრული შემადგენლობით ვერ შეიკრიბება. მას ვერ დაესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე