სინოდის სხდომაზე, თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მხარს დავუჭერ ავტოკეფალიის აღიარებას - მეუფე მელქისედეკი

საქართველო, თბილისი - 17:19 | 30.10.2019
ნანახია: 638

არ ვიცით, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, - განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა.

„წინასწარ, სამწუხაროდ,არ ვიცით, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რადგან ეს არის ფაქტი. მსოფლიო საპატრიარქომ, რომელსაც აქვს უფლება, მიანიჭოს, მან მიანიჭა. ელადის ეკლესიამ აღიარა. ჩვენ ამის გადახედვის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ ის უკვე არის დამოუკიდებელი ეკლესია. არც ის ვიცი, მოხდება თუ არა მამა გიორგი მამალაძის საკითხის განხილვა“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 31 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე