ჟვანიას სკოლამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებები გამართა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 29.10.2019
ნანახია: 649

28-29 ოქტომბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხესა და ახალქალაქში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებები გამართა.

მოგეხსენებათ, რომ ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ქვეყნის 3 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში რეგიონული სასწავლო ცენტრებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ინტენსიურად ახორციელებს. ამჟამად სასწავლო პროცესი დასრულდა ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული იყო ეროვნული უმცირესობის 140 წარმომადგენელი, რომელთაგანაც სწავლა წარმატებით დაასრულა 105-მა (ახალციხე - 48, ახალქალაქი - 37, ნინოწმინდა - 20) მსმენელმა. ტრენინგები მიმდინარეობდა A1, A2, A2+ და B1 დონეებზე. სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ ჟვანიას სკოლის ტრენერები.

კურსდამთავრებულებს, პროგრამის წარმატებით დასრულების ნიშნად, სერტიფიკატები გადასცეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მიზანია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ასევე მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე