"ნაცებთან," "შმაცებთან" და "შმაცუნებთან" კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:33 | 29.10.2019
ნანახია: 786

"ვიცით, რომ განშტოებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას," არიან "ნაცები," "შმაცები" და "შმაცუნები." მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით

კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ხმების 60%-ს მიიღებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა 2020-ში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო.

"ვიცით, რომ განშტოებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას," არიან "ნაცები," "შმაცები" და "შმაცუნები." მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტრაციას. ესენია "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა", მათთანაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ან "ქართული ოცნება" შექმნის მთავრობას, ან საერთოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე