იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:02 | 28.10.2019
ნანახია: 748

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეუფე იაკობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმის ოდნავადაც არ სჯერა. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

"თუ ვინმეს არ მოსწონს ერთი კონკრეტული მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს კულტურული საზოგადოება და არა მგონია, ამან რაიმე დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე. თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? იმიტომ გეკითხებით, რომ მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება. და საერთოდ, პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეუფე იაკობის თქმით, კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე