"იმედსა" და "მაესტროზე", სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 28.10.2019
ნანახია: 718

ტელეკომპანიებზე "იმედსა" და "მაესტროზე", სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. იტყობინება იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

"იმედსა" და "მაესტროზე" სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!", - წერს ირაკლი ჩიხლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

"ტელეკომპანია მაესტროს სერვერზე განხორციელდა ჰაკერული დავდასხმა , არხის მაუწყებლობა შეჩერებულია . არხის IT სამსახური ცდილობს მაუწყებლობა აღადგინოს", - ნათქვამია მაესტროს ფეისბუკზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე