სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება

საქართველო, თბილისი - 15:22 | 28.10.2019
ნანახია: 702

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა და შვეიცარიას რუსეთში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

საქართველო-შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და დინამიკურად მზარდი ურთიერთობების ფონზე, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და სხვადასხვა მიმართულებით შვეიცარიული, პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე