ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ჩემი ლექსიკის გამო, ყველას შენდობას ვთხოვ - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 12:22 | 28.10.2019
ნანახია: 709

სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, - ამის შესახებ მეფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი დაბრკოლდა მისი საუბრისა და ლექსიკის გამო  და ყველას შენდობას სთხოვს. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

„სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდიშს მოვიხდი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი, ბატონი გახარია. მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც საუბრობდნენ. გიორგისაც შევამჩნიე და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, 10 დღე არ ვუთხარი უწმინდეს ის რაღაცა და მერე მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ღირსეული.​ ლიკვიდაციაზე არ იყო, პრემიერთან იყო საუბარი იმაზე, რომ ვინ იქნებოდა პატრიარქის შემცვლელი. თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან იყო თანამოსაყდრე, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობის კაცია ან რამე ასეთი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით ეკონტაქტებოდნენ. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე