პარლამენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:16 | 25.10.2019
ნანახია: 857

შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს. ამის შესახებ მან ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან  გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს და მაშინ დაიწყება ქუთაისის რენენსანსი და დაუბრუნდება მსოფლიო დიდდება რაც მას ეკუთვნის. ქუთაისი მსოფლიო სიამაყეა. მიტოვებულ შენობაში, ამ სამთავრობო კომპლექსში გაიხსნება მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, განლაგდება სტარტაპები და ტექნოპარკები,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, პარლამენტი ცხინვალთან ახლოს უნდა გაიხსნას.

"პარლამენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები და ის საქართველო, რომელიც იქეთ დარჩა. ჩვენ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის, ახლა კი ხალხს სამუშაო ადგილები უნდა და უნდა შეიქმნას ინოვაციის ცენტრი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე