იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 25.10.2019
ნანახია: 782

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევის თხოვნით მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

დიმიტრი გვრიტიშვილი თავისი თხოვნის მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

გვრიტიშვილის ინიციატივას მხარს უჭერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ოთხი წლის ვადით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 8 იანვარს წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე