სააკაშვილის არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში - გუბაზ სანიკიძე

საქართველო, თბილისი - 11:43 | 25.10.2019
ნანახია: 1277

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე "მთავარი არხის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.

"სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი, საერთოდ ქართლ პოლიტიკაში. ის არ არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ფიგურა, არამედ არის - აღმოსავლეთ ევროპის.

მოგვწონს არ მოგვწონს, სააკაშვილის არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. გაქცეული კაცია და მას ჰყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი", - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე დროს, გუბაზ სანიკიზე ამბობს, რომ სააკაშვილთან ქვეყნის სვე-ბედზე სასაუბროდ უახლოეს მომავალში კიევში გაემგზავრება.

"უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში, ალბათ, ახალ წლამდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, რათა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე", - თქვა გუბაზ სანიკიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე