გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილთან კიევში ჩავა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 25.10.2019
ნანახია: 1069

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე "მთავარი არხის" ეთერში ირწმუნება, რომ ქვეყნის სვე-ბედზე სამსჯელოდ კიევში მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრება.

"უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში, ალბათ, ახალ წლამდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, რათა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე", - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე დროს, გუბაზ სანიკიძემ შეაფასა სააკაშვილის ფიგურა და მისი როლი დღევანდელ პოლიტიკაში.

"სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი, საერთოდ ქართლ პოლიტიკაში. ის არ არის მხოლოდ საქართველოს საქართველოს პოლიტიკური ფიგურა, არამედ არის - აღმოსავლეთ ევროპის.
მოგვწონს არ მოგვწონს, სააკაშვილის არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. გაქცეული კაცია და მას ჰყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი", - დასძინა გუბაზ სანიკიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე