სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 24.10.2019
ნანახია: 962

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ "ტვიტერით" გაავრცელა.

"პატივი მქონდა შევხვედროდი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს. როგორც ამ ვიზიტისას დავრწმუნდით, საქართველო და იაპონია ძალზედ მეგობრული ერები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ჩვენი მიზანი ამ კავშირების გაძლიერებაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე