აშშ-მა ოდნავ მეტი გააკეთა, ვიდრე საქართველომ - ნათია თურნავა Doing Business-ის რეიტინგზე

საქართველო, თბილისი - 12:05 | 24.10.2019
ნანახია: 699

„საქართველომ თავისი ქულებით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა და ახლა ეს არის 83,7 ქულა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Doing Business-ზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თურნავა აღნიშნავს, საქართველო 2020 წლის განმავლობაში რეგიონალურ ლიდერად რჩება ევროპის და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის.
„საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა. ეს რეიტინგი 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან შედგება, სადაც 8 ინდიკატორში გვაქვს გაუმჯობესება. კერძოდ, ეს არის ბიზნესის დაწყების ინდიკატორი, მშენებლობის ნებართვების ინდიკატორი, ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება, ქონების რეგისტრაცია, ინვესტორთა უფლბებეის დაცვა, გადასახადების გადახდის პროცესი, ვაჭრობა, გადახდისუუნარობა.. ანუ, 8 ძირითადი წამყვანი 10 ინდიკატორიდან არის გაუმჯობესებული. ეს არის ის შეფასებები, რამაც განაპირობა ჯამური ქულის ზრდა. ჯამური ქულა გაუმჯობესებულია 0, 2-ით და მიაღწია 87,7-ს 100 შესაძლოდან. ვრჩებით ლიდერებს შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოდნავ მეტი გააკეთა, ვიდრე საქართველომ. რაც შეეხება რეიტინგში ადგილს, საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა გაუმჯობესებულია აშშ-მა ერთი ადგილით გაგვასწრო. ასე, რომ დღეს კონკურენციაში ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი აშშ თუ საქართველო? აშშ ერთი ადგილით გვისწრებს, მაგრამ ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“ - თქვა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-6-დან მე-7 ადგილზე გადავიდა. Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია. საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე