კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის, უბრალოდ სირცხვილია - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 16:24 | 23.10.2019
ნანახია: 1057

კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის, უბრალოდ სირცხვილია. 3 მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად ბერა ივანიშვილის მიერ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

„დედამიწის ფილტვებად წოდებულ ამაზონის ტყეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა, არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ბერას, როგორც მუსიკოსს და ქველმოქმედს, თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში, ისევე, როგორც მის კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების ან უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას. ხოლო კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის, უბრალოდ სირცხვილია. 3 მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება გრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეხსენების გარეშეც კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების აღსადგენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე