ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 16:15 | 23.10.2019
ნანახია: 996

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ნახანძრალი ტყეების აღსადგენად თანხის გადარიცხვას ეხმიანება.

"ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს.

საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!", - წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების აღსადგენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე