თურქეთი სირიაში ოპერაციას გაარძელებს, თუ აშშ შეთანხმებას დაარღვევს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 14:30 | 22.10.2019
ნანახია: 994

თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციას დიდი ალბათობით გააგრძელებს, თუ აშშ ანკარასთან შეთანხმებას უსაფრთხოების ზონიდან ქურთების გაყვანის შესახებ არ შეასრულებს. ამის შესახებ განცახდება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

17 ოქტომბერს აშშ-მა და თურქეთმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ 120 საათით სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე და ქურთული ფორმირებების გაყვანაზე თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კმ-იან ბუფეროლი ზონიდან, რომლის დამოუკიდებლად გაკონტროლება თურქეთს სურს. ამასთან, ვრცელდებოდა, ინფორმაციები თურქეთის მხრიდან საომარი მოქმედებების გაგრძელების შესახებაც.

 „თუ აშშ-ის მიერ მოცემული დაპირება არ შესრულდება, ჩვენ სირიაში ოპერაციას გავაგრძელებთ, დიდი ალბათობით“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სოჭში გაფრენის წინ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. მისი თქმით, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მიმდინარეობისას თურქეთმა კონტროლი დაამყარა 2 200 კვადრატულ მეტრზე და 160 დასახლებულ პუნქტზე.

თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე