12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:58 | 22.10.2019
ნანახია: 772

12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება. ექიმი არჩილ აგლაძის თქმით, ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.

„მოზარდს თავის ქალის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება. ანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს."ქალა ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. ნეიროქირურგიული კუთხიდან გადაუდებლად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია”, - ამბობს ექიმი.

12 წლის ბავშვს ჩქაროსნული მატარებელი მეტროსადგურ "გოცირიძის" ტერიტრიაზე გუშინ დაეჯახა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე