ტრამპი მზად არის თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 10:37 | 22.10.2019
ნანახია: 1765

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის მზად არის, თუმცა ვაშინგტონს ომს მშვიდობა ურჩევნია.

 „თუ საომარი მოქმედებების საჭიროება გახდება, უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი სრულიად მზად არის ასეთი ქმდებებისთვის“, - განაცხადა პომპეომ ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუში.

თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს ქურთული ფორმირებების, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა განადგურება და საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნა წარმოადგენს. ვაშინგტონი და ანკარა 17 ოქტომბერს შეთანხმდნენ 120 საათით ოპერაციის შეჩერებაზე და თურქეთ-სიირიის საზღვარზე, ბუფერული ზონიდან 30 კმ-ში ქურთული ფორმირებების გაყვანაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე