22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 22.10.2019
ნანახია: 672

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომლეთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.

ლელოვანის სკოლას, მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე გაშენდება. მოსწავლეებს, სატყეო დარგის სპეციალისტებმა პროფესიის მნიშვნელობასა და ტყის მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე