კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 22.10.2019
ნანახია: 668

კანადის პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია საპარლამენტო არჩვნებში ლიდერობს.

338-დან 288 საარჩევნო ოლქში დათვლილი ხმების მიხედვით ტრიუდოს პარტია 140 ოლქში ლიდერობს, მისი მთავარი კონკურენტი, კონსერვატიული პარტია კი 97 ოლქში.

ამ დროის მონაცემებით, ლიბერალებს ხმა ამომრჩეველთა 37,5-მა პროცენტმა მისცა, კონსერვატორებს კი 31-მა პროცენტმა.

იმისთვის, რომ მოიგოს არჩვენები და მთავრობის ფორმირება მოახდინოს, პარტიას გამარჯვება 170 ოლქში სჭირდება.

წინა არჩევნებზე (2015წ.) ლიბერალებმა 39,5 პროცენტი მიიღეს, კონსერვატორებმა კი 31,9 პროცენტი.

კანადაში თემთა პალატის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. კენჭისყრის შედეგებმა უნდა განსაზღვროს შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს ლიბერალების 48 წლის ლიდერი - ტრიუდო.

ლიბერალების მთავარი კონკურენტია კონსერვატიული პარტია, რომელსაც სათვეში უდგას ენდრიუ შერი. მას უკან მიყვება მნიშვნელოვანი ჩამორჩენით „ახალი დემოკრატები, რომლის ლიდერია ინდური წარმოშობის კანადელი ჯაგმით სინგჰი, მას მოსდევს კვებეკის ბლოკი (ლიდერი ივ-ფრანსუა ბლანშე) და „მწვანეები“ (ელიზაბეთ მეი.)

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე