კატალონიაში არეულობები გრძელდება - გაიზარდა დაკავებულთა რაოდენობა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 18.10.2019
ნანახია: 716

სულ მცირე 19 ადამიანი დააკავეს კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს. იუწყება გაზეთი Pais-ი.

უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია შემოღებული ბარსელონაში სანტსის ვაგზალზე.

ვაგზალს იაცავენ კატალონიელი სამართალდამცველები. მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი მგზავრების გადაადგილებაზე.

ესპანურმა ავიაკომპანიებმა Iberia-მ და Vueling-მა 50-მდე რეისი გააუქმა დღეს დაანოსნებული საყოველთაო გაფიცვის გამო.

გავრცელებულიო ცნობით, კატალონიის სხვადასხვ ქალაქიდან  მომიტინგეთა კოლონები მიემართება ბარსელონასკენ, სადაც საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადებიან.

კატალონიაში მასობრივი არეულობები 14 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა სასამართლომ 12 კატალონიელ პოლიტიკოსს 2017 წელს რეფრენდუმის გამართვასთან და კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან კავშირის გამო განაჩენი გამოუტანა. ცხრა ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამბოხში და მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, სამი ადამიანი დამანშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმის გადახცდა დააკისრეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან სხვადასხვა ქალაქში შეტაკებების შედეგდ 500 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 200 სამართალდამცველი. დაკავებულთა რაოდენობა უკვე 100-ს აჭარბებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე