საფრანგეთში 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 18.10.2019
ნანახია: 1046

საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების მსგავს თავდასხმას გეგმავდა.

საფრანგეთის შს მინისტრის ქრისტოფ კასტანერას თქმით, ეჭვმიტანილი შთაგონებული იყო 11 სექტემბრით და თვითმფრინავის გატაცებას აპირებდა.

2013 წლის შემდეგ ფრანგმა პოლიციელებმა ეს უკვე მე-60 ტერაქტი აღკევთეს.

დაკავებული საფრანგეთის მოქაქალე, 30 წლის მამაკაცია. ის სამართალდამცველებმა სექტემბერში დააკავეს.

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ისტორიაში უდიდესი ტერაქტი მოხდა. ორი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ ნიუ-იორკში ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი თვითმფრინავი ვაშინგტონში, პენტაგონის შენობას დაეცა. მეოთხე სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ასევე ტერორისტებმა გაიტაცეს, ქალაქ პიტსბურგის სიახლოვეს ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით ტერაქტების შედეგად 2 976 ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე