იაპონიაში 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებენ

საქართველო, თბილისი - 10:28 | 18.10.2019
ნანახია: 1046

იაპონიის ხელისუფლება ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებს. იუწყება ტელეარხი NHK.

შეწყალება არ მოიაზრებს პატიმრობის ვადის შემცირებას ან განაჩენის გაუქმებას. ის მხოლოდ შეეხება მათ, რომლბესაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმა მსუბუქი სმარათლადარღვევისთვის. ეს გადაწყვეტიება სულ 550 ათას ადამიანს შეეხება.

ასევე შეწყალებული იქნება კიდევ 1000 ადამიანი, რომლებსაც მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლიათ, ასევე ისინი, ვისი უფლებებიც შეიზღუდა ჯარიმის დაკისრების შემდეგ და ამის გამო სამუშაოს ვერ შოულობს.

იაპონიაში 22 ოქტომბერს გაიმართება მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების წინაშ იაპონიის ახალი იმპერატორის ნარუჰიტოს წარდგენის ცერემონია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე