თურქეთი დათანხმდა დროებით შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში

საქართველო, თბილისი - 22:52 | 17.10.2019
ნანახია: 644

თურქეთი დათანხმდა დროებით შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომელიც ანკარაში იმყოფება, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შესახვედრად. იტყობინება BBC-ი.

"თურქული მხარე შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსის თქმით, აშშ მზად არის გააუქმოს სანქციები თურქეთის ორი მინისტრისა და სამი ოფიციალური პირის მიმართ, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტა განხორციელდება

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე