ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წელს ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში 7 პრეს ტური გამართა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 24.12.2015
ნანახია: 1404

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან წლის დასკვნითი შეხვედრა გამართა. საზეიმო მიღება წყნეთში- რესტორანChops By The River - ში გაიმართა. ღონისძიებას ძირითადად მედიის ის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები  დაესწრნენ, რომლებიც ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედია ტურებსა და ვიდეორგოლებში მონაწილეობდნენ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წელს ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში 7 პრეს ტური გამართა. მედიის წარმოამდგენლები სამეგრელოს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, სამცხე ჯავახეთს, კახეთს  ეწვივნენ და ღირსშესნაობები მოინახულეს.

წლის დასკვნითი მედია ტური 25-27 დეკემბერს სვანეთში- მესტიაში გაიამართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პროექტი ,,გაიცანი საქართველო" შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამიტომ ის მომავალ წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე