ანკარაში ერდოღანისა და მაიკ პენსის შეხვედრა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:00 | 17.10.2019
ნანახია: 707

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ანკარაში მოლაპარაკებებს მართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

„ერდოღანისა და პენსის შეხვედრა დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე