მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტის 2022 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 15:58 | 17.10.2019
ნანახია: 631

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუ მისი პარტიის წევრები მას მხარს დაუჭერენ. იუწყება L’indépendant-ი.

 „მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი პრობლემებისაგნ გათავისუფლებულიყო. მხოლოდ „ეროვნულ ფრონტის“ შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, ამიტომ ამას ჩემს თავზე ავიღებ თუ პარტიის წევრები სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ლე პენი დარწმუნებულია, რომ თავის გეგმებს განახორციელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის მიერ სხვა კანდიდატურის დაყენებასაც არ გამორიცხავს.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, მარინ ლე პენმა ხმათა 21,3 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ტურში ის ემანუელ მაკრონთან დამარცხდა, რომელმაც ხმების 66,06 პროცენტის მიღება შეძლო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე