კატალონიის ლიდერი დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 15:32 | 17.10.2019
ნანახია: 665

კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერ კიმ ტორას მიაჩნია, რომ აუცილებელია რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩატარდეს. მან შესაბამისი განცხადება კატალონიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„კენჭისყრის ურნების გამო ჩვენ 100 წლით პატიმრობა მოგვისაჯეს, ამის პასუხი ნათელია: კვლავ უნდა დაიდგას კენჭისყრის ურნები“, - განაცხადა მან. ამასთან, ტორამ აღნიშნა, რომ სასამართლო ხელს ვერ შეუშლის კატალონიის ლიდერს გააგრძლოს ინიციატივები, რომელიც რეგიონის უფლებებს და თვითგამორკვევას ეხება.

კატალონიაში მასობრივი არეულობები 14 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა სასამართლომ 12 კატალონიელ პოლიტიკოსს 2017 წელს რეფრენდუმის გამართვასთან და კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან კავშირის გამო განაჩენი გამოუტანა. ცხრა ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ამბოხში და მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, სამი ადამიანი დამანშავედ ცნეს დაუმორჩილებლობაში და ჯარიმის გადახცდა დააკისრეს.

დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც. დაკავბულია აქციის 50 მონაწილე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე