ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ყუთში მოისროლა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 17.10.2019
ნანახია: 682

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი სანაგევე ყუთში მოისროლა. იტყობინება BBC-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც დღეს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, დონალდ ტრამპი წერს ერდოღანს, "ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!"

ინფორმირებული წყარო BBC-ის უყვება, რომ ერდოღანმა არამხოლოდ მთლიანად უარყო ტრამპის წერილის შინაარსი, არამედ, უფრო მეტიც, ის სანაგვე ყუთში მოისროლა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს, 9 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ქურთი გენერალი მაზლუმ აბდი მზად არის ანკარასთან მოსალაპარაკებლად. იუწყება CNN.

"ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი",- წერს ტრამპი ერდოღანს.

ტრამპის თქმით, ის გულდასმით მუშაობდა იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარებულიყო.

"არ უმტყუნო მსოფლიოს, თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი გარიგება გააფორმოთ. გენერალი მაზლუმი მზად არის თქვენთან მოლაპარაკებისთვის",- წერს ტრამპი.

"მოდით შევიმუშაოთ კარგი გარიგება! თქვენ არ გინდათ აიღოთ პასუხისმგებლობა ათასობით ადამიანის მკვლელობებზე, მე კი არ ავიღებ პასუხისმგებლობას თურქეთის ეკონომიკის დანგრევაზე - მე გავაკეთებ ამას", - წერს ტრამპი ერდოღანს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე