სტუ-ს ფაბლაბმა ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის ახალი სათამაშო შექმნა
საქართველო, თბილისი - 14:41 | 17.10.2019 ნანახია: 662„ბავშვთა ინტელექტის განვითარებაში ფაბლაბის აქტიური ჩართულობა და მისი ფართო სპექტრით გამოყენება" - ამ თემაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის (ბიზნესინკუბატორი) სივრცეში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ორგანიზაცია „ანიკას" და „განათლების ახალგაზრდული ასოციაციის" წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის წევრები და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილვის მთავარი თემა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ინტელექტუალური ცნობადობის განვითარება, ამ მიმართულებით ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის აქტიური ჩართულობა და მისი შესაძლებლობების გამოყენება იყო. ფაბლაბმა, კონკრეტული მაგალითის სახით, წარმოადგინა ახლად დასრულებული პროექტი - ინტელექტუალური სათამაშო „აღმოაჩინე ევროპა".
ფაბლაბის ხელმძღვანელმა გიორგი ფრანგიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი ინტელექტუალური სათამაშოს კონცეფცია და ფუნქციები გააცნო. მან იმ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობითაც სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვები ხალისით აითვისებენ გეოგრაფიისა და ისტორიის საფუძვლებს, ასევე კარგად გაერკვევიან ტურიზმის სფეროშიც. სტუმრებს ახალი სათამაშოს ტესტირების საშუალებაც მიეცათ, რამაც შეხვედრას მეტი დინამიურობა და ინტერესი შესძინა.
როგორც გიორგი ფრანგიშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს, უახლოეს მომავალში პროექტის „აღმოაჩინე ევროპა" სხვადასხვა მიმართულებით განვრცობა იგეგმება.
„გვინდოდა ბავშვებისთვის შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ერთდროულად, სათამაშოც გახდებოდა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვაც ექნებოდა. ჩვენი პროექტის მიზანია, ბავშვებში გაიზარდოს ცოდნის შეძენის სურვილი და რაც მთავარია, ეს მოხდეს სწრაფი, ინოვაციური და ასაკობრივი კატეგორიისთვის მარტივად ასათვისებელი გზით. ბევრი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ ჩვენი კონცეფცია და ნიმუშად შევქმენით სათამაშო, რომლის პლატფორმა ევროპაა. თუმცა, სათამაშოს ჩვენეული კონცეფცია მოიაზრებს სხვადასხვა თამაშების შექმნასაც, რომლებსაც განსხვავებული პლატფორმები ექნება, როგორიცაა ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ბუნების სამყარო და ა.შ. მსგავს პლატფორმაზე თამაშისას, ბავშვი ხალისით გაიღრმავებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ განივითარებს კონცენტრაციის, სხარტი აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს. ეს მათთვის უდავოდ საინტერესო ჯგუფური სათამაშო გახდება. როცა პირველად, ფაბლაბში სტუმრად მყოფ პოლონელ მკვლევარებს ჩვენი სათამაშო წარვუდგინეთ, გაკვირვებული დავრჩით, თუ როგორი ხალისით ითამაშეს და აღმოაჩინეს ევროპა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. ამდენად, ვფიქრობთ, თუ ამ ტიპის სათამაშოები ჩვენს საბავშვო ბაღებსა და დაწყებითი კლასებში დაინერგება, ეს მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდება ბავშვების ინტელექტის განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი ფრანგიშვილმა.
ფაბლაბის ხელმძღვანელმა და გუნდის წევრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის, როგორც ინოვაციური ლაბორატორიის სტრუქტურასა და მუშაობის სტილზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ სტუმრებს დასრულებული და მიმდინარე პროექტებიც წარუდგინეს.
შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროექტი დაანონსდა - სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემა ახალგაზრდებისთვის. სახელმძღვანელოს - „როგორ შექმნა პროექტი", ტექნიკური უნიევერსიტეტის ფაბლაბი „განათლების ახალგაზრდულ ასოციაციასთან" ერთად ამუშავებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა