სირიელი ქურთების ინფორმაციით, თურქეთის ოპერაციის შედეგად 218 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

საქართველო, თბილისი - 14:17 | 17.10.2019
ნანახია: 649

სირიელი ქურთების ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად ამ დროისათვის 218 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 650-ზე მეტი ადამიანი.

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ავიაიერიშების დროს საერთაშორისო რეზოლუციებით აკრძალულ თეთრ ფოსფორსა და ნაპალმს იყენებს. ადმინისტრაციის განცხადებით, დამასკოსთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, სირიის არმიამ უნდა დაიკავოს ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ტერიტორია თურქული აგრესიის შესაჩერებლად. ამ დროისათვის სირიის სამთავრობო ჯარმა რაქისა და ალეპოს პროვინციის დასახლებული პქუნტები უკვე დაიკავა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე