უკრაინის ეკლესიის აღიარება დააზიანებს მართლმადიდებლურ ერთობას - რუსეთის პატრიარქი კირილი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 17.10.2019
ნანახია: 972

სქიზმატური, თვითგამოცხადებული ჯგუფების ავტოკეფალიის აღიარება სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ, დააზარალებს მართლმადიდებლურ ერთობას - აცხადებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. ინფორმაციას რუსული სააგენტო "რია" ავრცელებს.

მოსკოვის პატრიარქმა ეს განცხადება რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასაწყისში გააკეთა, სადაც სინოდის წევრები ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, საბერძნეთის [ელადის] მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

ელადის ეკლესია პირველია [კონსტანტინოპოლის შემდეგ] მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომელმაც ევქარისტიული კავშირი დაამყარა უკრაინის ახლადდაფუძნებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია კვლავინდებურად დუმს.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის მწყემსმთავრად, 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსის დამტკიცების საპასუხოდ, რუსეთის ეკლესიამ კონსტანტონოპოლთან ევქარისტიული ერთობა გაწყვიტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე