რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 17.10.2019
ნანახია: 608

რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად - აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

"მინდა კიდევ ერთხელ ყველას საყურადღებოთ ვთქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მზად არის ავიაფრენების აღსადგენად. გუშინ გახმოვანებული განცხადება ფრენების ტექნიკური მომზადების შესახებ კიდევ ერთი გზავნილი იყო.

გასული კვირის განმავლობაში მოსკოვში, შეხვედრები გავმართე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე ხაზი გავუსვი ამ საკითხის მნიშვნელობას რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაწუხებს ჩვენი ეკონომიკის და ხალხის მდგომარეობა და ჩემის მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებ პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა აშკარად ვხედავ ხელისუფლების გაუბედავობას და უუნარობას გადადგას ადექვატური ნაბიჯი ამ მიმართულებით. მერწმუნეთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, გარდა რადიკალური ოპოზიციისა ვერავინ დაგძრახავთ ფრენების აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯის გამო.არც არავინ თქვენგან მოსკოვში არანაირ დათმობას ამისთვის არ ითხოვს!

ითხოვენ ნორმალურ, სიტუაციის ადექვატურ განცხადებას და საქართველოს მხრიდან დაინტერესების გამოხატვას! გადადგით ეს ნაბიჯი! ეს ჭირდება ხალხს და ქართულ ეკონომიკას!

საფუძველი მომზადებულია: ეხლა თქვენი ერთი ნაბიჯი საკმარისი იქნება ამ საკითხის უსწრაფესად მოსაგვარებლად!", - წერს ნინო ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე