მომავალი წელი "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 13:05 | 17.10.2019
ნანახია: 1732

"ვფიქრობ, რომ მომავალი წელი ქართული ოცნების კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება - უთხრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მომავალ წელს ღირსეულად წარსდგება მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შეაჯამებს განვლილ 8 წელს.

"მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე. ასე ვარ არჩევნებშიც.

მგონია, რომ გაისადაც ჩვენ წარვსდგებით ღირსეულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ 8-წლიან საქმიანობას, რომელიც იყო სირთულეებით სავსე, მითუმეტეს, ოკუპაციის ფონზე, მითუმეტეს, ეკონომიკური პრობლემების ფონზე და დავგეგმავთ ერთად თუ რას გავაკეთებთ ერთად მომავალში, ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი ქართული ოცნების კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება", - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე