27 წლის მოკრივე, რომელიც ბრძოლის დროს მძიმედ დაშავდა, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 17.10.2019
ნანახია: 1343

27 წლის ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი, რომელმაც ოთხი დღის წინ ჩარლზ კონუელეთან ბრძოლის დროს მძიმე ტრავმა მიიღო საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ტრავმის მიღების შემდეგ დეი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზად ის შეუძლოდ გახდა და კომაში ჩავარდა.

კლინიკაში მას თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთდა,  ექიმების შეფასებით, დეის გადარჩენის ძალიან მცირე შანსები ჰქონდა. დღეს ის ნათესავებთან შეთანხმების შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

21 წლის კონუელმა სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ყველაფერს დააბრუნებდა უკან, ოღონდ დეი ცოცხალი ყოფილიყო.

„არ მინდოდა, რომ ეს დაგმართნოდა. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი. ყველაფრის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აუცილებლად დავაბრუნებდი. არავინ იმსახურებს ასეთ დასასრულს“.- დაწერა კონველმა,

დეი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მან უმაღლესი განათლება მიიღო და პროფესიონალი მოკრივე გახდა, არა იმიტომ რომ თანხა გამოემუშავებინა, როგორც ამას მისი კოლეგები აკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარდა.

პატრიკ დეის 22 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 17 მოიგო, ერთი ფრედ დაასრუილა, ოთხი შეხევდრა კი წააგო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე