სახელმწიფო იმით ფასდება საკუთარ ჯარს როგორ უვლის და პატივს სცემს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:08 | 17.10.2019
ნანახია: 757

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სახელმწიფო იმით ფასდება საკუთარ ჯარს როგორ უვლის და პატივს სცემს. ჯარის მიმართ დამოკიდებულება კი აისახება პირველრიგში ვეტერანთათვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ პირობებში და საზოგაფოებისგან მათ დაფასებაში.

გილოცავთ ვეტერანთა დღეს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე