ნენსი პელოსი ძალიან ავად არის, ილოცეთ მისთვის - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:04 | 17.10.2019
ნანახია: 1022

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეჭვობს, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსს ფსიქიკური პრობლემები აქვს. შესაბამისი განცხადება მან მიკრობლოგ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

 „ნენსი პელოსს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, მას ან თავში რაღაც ვერ აქვს კარგად, ან უბრალოდ ჩვენი შესანიშნავი ქვეყანა არ უყვარს. მას დღეს თეთრ სახლში აბსოლუტური ისტერიკა ჰქონდა, ძალიან საწყენია ასეთი რამის ნახვა, ილოცეთ მისთვის. ის ძალიან ავად არის,“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სირიის საკითხზე კანონმდებლების შეხვედრიდან. ერთ-ერთ კადრში ნენსი პელოსი ოვალურ მაგიდასთან დგას და ტრამპს რაღაცას უჩვენებს.

 „ნერვიული ნენსის ისტერიკა!“- ასეთი წარწერა დატოვა ტრამპმა ფოტოს ქვეშ. მეორე ფოტოზე სენატაში დემოკრატების უმცირესობის ლიდერის, სპიკერ ჩაკ შუმერისა და პალატაში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის სტენი ჰოიერის სკამები ცარიელია. „პელოსი და შუმერი კაბინეტიდან გაიქცნენ!“, - აკომენტარებს ფოტოს პრეზიდენტი.

მანამდე ქვედა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ ტრამპი ისტერიკაში ჩავარდა. შუმერი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ტრამპმა პელოსს მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი უწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე