ნუ იქნები ჯიუტი, ნუ ჩაიდენ სისულელეს - ტრამპის წერილი ერდოღანს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 17.10.2019
ნანახია: 1046

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ თაიფ ერდოღანს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს, 9 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ ქურთი გენერალი მაზლუმ აბდი მზად არის ანკარასთან მოსალაპარაკებლად. იუწყება CNN. „ნუ იქნები ჯიუტი, ნუ ჩაიდენ სისულელეს“,- წერს ტრამპი ერდოღანს.

ტრამპის თქმით, ის გულდასმით მუშაობდა იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარებულიყო. „არ უმტყუნო მსოფლიოს, თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი გარიგება გააფორმოთ. გენერალი მაზლუმი მზად არის თქვენთან მოლაპარაკებისთვის“,- წერს ტრამპი.

„მოდით შევიმუშაოთ კარგი გარიგება! თქვენ არ გინდათ აიღოთ პასუხისმგებლობა ათასობით ადამიანის მკვლელობებზე, მე კი არ ავიღებ პასუხისმგებლობას თურქეთის ეკონომიკის დანგრევაზე - მე გავაკეთებ ამას“, - წერს ტრამპი ერდოღანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე